გერმანია

გერმანიის ქალაქები ბევრ საიდუმლოს გაგიმხელთ. ქვეყანა  სავსეა დიდი ქალაქების საუცხოო ხიბლით, პატარა ქალაქების მყუდროებით, მდიდარი კულტურითა და ხელოვნებით, საუცხოო ტაძრებით, გოტიკური ეკლესიებით და რა თქმა უნდა, უნიკალური ღვინითა და ლუდით.

 ტერიტორიულად გერმანია საზღვარს ცხრა ქვეყანასთან იყოფს, აღსანიშნავია, რომ ევროპაში ამ მაჩვენებლით ის ერთადერთია. გერმანიის ტერიტორია დაყოფილია 15რაიონად.

ისტორია

გერმანიის ისტორიაში ბევრს წაიკითხავთ დაპყრობისა და ოკუპაციის შესახებ. მდინარეებმა დუნაიმ და რეინმა გერმანული ტომები კათოლიკებისგან ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ასწლეულში გაყო. თუმცა 500 წლის შემდეგ, ქრისტიანობა ამ მიწაზეც გავრცელდა. საფრანგეთის მეფემ კარლ დიდმა, რომელმაც საქსონიელებსა და ბავარიელებზე გაიმარჯვა, მეცხრე ასწლეულის დასაწყისში პირველი რეიხი (პირველი იმპერია) დააარსა. უფრო მოგვიანებით, იტალიურ სამეფოებთან ურთიერთობამ რომის იმპერიის შემადგენლობაში შესვლა განაპირობა. 1517 წელს რეფორმაციულ მოძრაობას სათავეში მარტინ ლუთერი ჩაუდგა. შედეგად, დაძაბული ურთიერთობები პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის, ცამეტწლიანი ომის მიზეზი გახდა, რომელიც მხოლოდ 1648 წელს დასრულდა. გერმანია ადგილობრივი პრინცების ძლიერმა მმართველობამ შეინარჩუნა იქამდე, ვიდრე პრუსიელების მთავრობა არ გაძლიერდა და 1871 წელს გერმანიის იმპერია არ ჩამოყალიბდა. იმ დროს კანცლერი ცნობილი ოტო ფონ ბისმარკი იყო, ხოლო პირველი კაიზერი ვილჰელმ I. მხოლოდ კიდევ ორი კაიზერის მმართველობის დასრულების შემდეგ, მონარქია დასრულდა. ვილჰელმ II-მ საკუთარ გვირგვინზე უარი პირველი მსოფლიო ომის ბოლოს თქვა.

 

This slideshow requires JavaScript.

ბერლინი

ბერლინი გერმანიის და ზოგადად, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ქალაქია. სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, მდინარე შპრეეზე მისი დაარსების დღიდან, ბერლინი არასოდეს იქცევდა ისეთ ყურადღებას, როგორსაც ის უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში იქცევს. ბერლინი გერმანიის გულია, მისი ბრწყინვალება ნათლად შეიგრძნობა მსხვილ დაწესებულებებში, უჩვეულო მუზეუმებსა და თეატრებში, მდიდრულ რესტორნებში, ხმაურიან ღამის კლუბებში და ა.შ. ბერლინი საუცხოო ქალაქია სასეირნოდ.

ფრანქფურტი

ეს ქალაქი ტურისტების უმრავლესობაში ბანკებისა და მსხვილი ფირმების სუპერთანამედროვე ცათამბჯენებთან ასოცირდება. ეს გასაგებიცაა, რადგან ფრანქფურტი გერმანიის ნამდვილი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრია. სწორედ იქ მდებარეობს ოთხას ოცზე მეტი გერმანული და საერთაშორისო საკრედიტო-საფინანსო კომპანია და ბანკი. ყოველწლიურად ქალაქში ოცდათოთხმეტზე მეტი გამოფენა და ბაზრობა იმართება, რისთვისაც ფრანქფურტში 1,3 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჩადის. ოცდათოთხმეტი გამოფენიდან თხუთმეტი თავის სფეროში, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი გამოფენაა. ყოველწლიურად ქალაქში 55.000-ზე მეტი კონგრესი, სემინარი, კონფერენცია და ა.შ. იმართება.

By anagambashidze

2 comments on “გერმანია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s