გერმანია

მიუნხენი

ეს ლუდისა და ბაროკოს დედაქალაქია. მისი იერსახე განსხვავებულია. მიუნხენი ეს არის მეგაპოლისი და “დიდი სოფელი”, სადაც თქვენ შეიძლება ქუჩაში მოგესალმონ. ის ყველა ევროპული სტილის არქიტექტურის მუზეუმია, ზოგადად კი, ის ასოცირდება მსოფლიოში ცნობილ ლუდთან, შემწვარ ძეხვთან და ყველაზე დიდ დღესასწაულთან მსოფლიოში, რომელსაც ოქტობერფესტი ჰქვია. მიუნხენი-ეს არის საუცხოო ბუტიკები და ბევრი ცნობილი ევროპელის და რა თქმა უნდა, გერმანელის თავშეყრის ადგილი. ის გერმანიის სამრეწველო დედაქალაქია. გარდა ამისა, ის კინემატოგრაფიის ქალაქია და მსოფლიო ფერწერის საგანძურსაც წარმოადგენს.

ვეიმარი

ეს პატარა გერმანული ქალაქი ადგილობრივებისთვის ერთგვარი, კულტურული მემკვიდრეობაა. ვეიმარში ცხოვრობდნენ ისეთი ინტელექტუალური გიგანტები, როგორიცაა: ბახი, შილერი, ლისტი, ნიცშე, გოეთე და სხვები. თანამედროვე არქიტექტურის ქვაკუთხედად არის ქცეული ვალტერ გროპიუსის მიერ დაარსებული ბაუხაუსის სკოლა. თავისი ისტორიული მნიშვნელობის წყალობით, ვეიმარმა საკმაოდ დიდი დაფინანსება მიიღო შენობების რეკონსტრუქციისათვის და 1999 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსი მიენიჭა.

დრეზდენი

ის საქსონიის ფედერალური მიწის დედაქალაქია და გერმანიის უმნიშვნელოვანეს ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ დრეზდენში გამოიგონეს თავის დროზე ევროპული ფაიფური. აქედან იღებს სათავეს ევროპული გიმნაზიის სისტემაც. გარდა ამისა, დრეზდენი ეს არის ფართო ელბა, რომელზეც საღამოობით საოცრად სასიამოვნოა ძველი გემით გასეირნება. ამ ქალაქში თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს ადგილობრივი სამზარეულო, მსუბუქი ღვინო და უჩვეულო ადგილობრივი დიალექტი.


კიოლნი

 კიოლნი ყველაზე ძველი ქალაქია გერმანიაში ხოლო სიდიდით მეოთხე გერმანული ქალაქია.  კელნი ითვლება ერთ-ერთ უდიდეს საუნივერსიტეტო ქალაქად, სადაც სტუდენტთა რაოდენობა მოსახლეობის 8,5 % შეადგენს. მისი სიმბოლოა ქალაქის ცენტრში აღმართული გოტიკური ეკლესია დათივის კოშკებით. ამ ეკლესიაში ბევრი შეუფასებელი ძვირფასეულობაა დაცული. ტაძარი, რომლის მშენებლობაც 750 წლის წინ დაიწყო, 1998 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობაა 12 ეკლესიისგან შემდგარი ანსამბლი, რომელიც შუასაუკუნეების ერთ-ერთი საუცხოო სიმბოლოა. ქალაქში ყოველთვის დიდი მხიარულებაა, ამიტომაც ის ტურისტებს წელიწადის ყველა დროს იზიდავს.

By anagambashidze

One comment on “გერმანია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s