გერმანია

მაღაზიები

გერმანიაში მაღაზიები ერთგვარ ნაციონალურ თავისებურებას წარმოადგენს. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში სუვენირების სახით იყიდება Hummel-ის თერმომეტრები, მუქი სათვალეები, ხის ნაკეთობანი, ტყავის ნივთები, კამერები (და სხვა ოპტიკური მოწყობილობები, მაგალითად, ბინოკლი), ანტიკვარი, უნიკალური სათამაშოები და თოჯინები, ღვინო, ყველი, მინის ჭურჭელი და ა.შ. კლასიკური, შეკვეთით შეკერილი ტრადიციული სამოსი საუკეთესო ინვესტიციაა, როგორც მამაკაცის, ისე ქალბატონისათვის, რადგან ხარისხიანია და თანაც მოდიდან არასოდეს გადის.

დასავლეთ გერმანიაში შესაძლებელია ხის ნაკეთობების, ფაიფურის, საბჭოთა არმიის შესახებ დაწერილი სტატიების, თიხის ჭურჭლისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენა. ტურინგენის ტყის რაიონი ცნობილია თავისი მინით. კერძოდ, ქალაქს Lauscha იცნობენ, როგორც სადღესასწაულო მორთულობის მწარმოებელს. თუ ბავარიაში ზაფხულში ჩახვალთ, აუცილებლად ეწვიეთ ქალაქ Wasserburg-ს, სადაც კარგი სუვენირების შეძენას შეძლებთ.

დღესასწაულები

ჯაზის ფესტივალი ბერლინში (ნოემბერი) ყველაზე პოპულარული ღონისძიებაა, რომელსაც სულმოუთქმელად ელოდებიან. ძალიან საინტერესოა მოსავლის ფესტივალი Rhineland-ში, რომელსაც თან ფეერვერკებიც ახლავს. ასევე საკმაოდ პოპულარულია Oktoberfest, რომელიც მიუნხენის სიახლოვეს ყოველწლიურად იმართება. იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიებაზე მოხვდებით, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის იმყოფებით.

By anagambashidze

One comment on “გერმანია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s