საფრანგეთი

საფრანგეთი ყველაზე ტურისტული ქვეყანაა მსოფლიოში. იქ არის ყველაფერი ,  თავისუფალი დღეების კარგად გასატარებლად: დიდი ქალაქები, კარგი პლიაჟები, ისტორიული ძეგლები, ასევე ყველა ქვეყნისგან გამორჩეული ბუნება, წარმოუდგენელი მთის დეკორაციები. საფრანგეთი არის ასევე ძალიან სასიამოვნო ადგილი. იქ არის კარგი საკვები და გამორჩეული ღვინო.

ეიფელის კოშკი საყოველთაოდ ცნობილია.  ეს ყველაზე შთამბეჭდავი მშენებლობაა მთელ საფრანგეთში, რომელიც წარმოადგენს გასაოცარ სინათლეს და ყოველ საღამოს ოცნებას შთააგონებს. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიპელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

პარიზი ცნობილია თავისი გართობის ინდუსტრიით, აქ მდებარეობს 100 თეატრი და კაფე, 400 კინოთეატრი, გარდა საოპერო და დრამატული თეატრებისა აქ მდებარეობს მრავალი საესტრადო და საკონცერტო დარბაზი, კაბარეები, საცეკვაო ბარები და ღამის კლუბები.

დისნეი-ლენდი არის ზღაპრული კოშკების, თავგადასავლების, მხიარული მთების სამყარო. 12 მილიონი დიდი და პატარა მნახველი მოწმობენ, რომ პარიზის დისნეი-ლენდი არის ევროპის ყველაზე ტურისტული და საყვარელი ადგილი.  ატრაქციონებით, შოუებით და სანახაობებით სიამოვნებისთვის 2-3 დღე უნდა გამოყოთ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოთ.

დისნეი-ლენდის მთავარი სანახაობა არის პარკი. აშშ-ს ”მაგიური სამეფოს” მსგავსად პარიზის პარკიც ხუთ ნაწილად არის დაყოფილი თემების მიხედვით, რომლებიც უმშვენიერეს მძინარე მზეთუნახავის სასახლეს გარს ერტყმიან. აქ შეგიძლიათ ესტუმროთ ველურ დასავლეთს, სადაც მოჩვენებების სახლი და იდუმალი მთაა. 

ლუვრის მუზეუმი
ლუვრის თავდაპირველად სასახლე, მაგრამ ახლა იგი გახდა ყველაზე მონახულებადი მუზეუმი მსოფლიოში. დღეს ლუვრში 40 000 -მდე ნიმუში ინახება მათ შორის ჯოკონდა . მუზეუმი დაყოფილია :ეგვიპტის ბერძნული, რომაული,ანტიკური,შუასაუკუნეების და თანამედროვე ნიმუშების სექტორად. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარის ძვირფასეულობა. დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთა. მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მუზეუმი-ლუვრი.
ვერსალის სასახლე
აშენდა არდუენა-მანსარას პროექტით 1698-1710 წელს. აქ არის 6 დარბაზი სამეფო მოსვენებისთვის.ყველაზე ლამაზი და მიმზიდველი სარკეებიანი გალერეაა, რომელიც არდუენა-მანსარას შედევრია. გალერეას დიდებულებას განაპირობებს 17 დიდი ფანჯარა რომელიც პარკისკენ იყურება და საპირისპირო კედელზე სარკეებში აირეკლება. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ბაღების სიმწვანე და სილამაზე სასახლის ინტერიერში შემოდის. სასახლის ღირსებაა დახვეწილი გემოვნებით და დეკორატიულად გაფორმებული ბაღები, სკულფტურები, ყვავილნარები, შადრევნები, კასკადები და სხვა. აღსანიშნავია აპოლონის შადრევანი,რომელიც მთელი ეპოქის აყვავების და ვერსალის სიმბოლოდ შეიძლება ჩაითვალოს. ვერსალის სილამაზე ბევრი ქვეყნის სამეფო რეზიდენცი- ების გაფორმების მისაბაძი მაგალითი გახდა.
By anagambashidze

4 comments on “საფრანგეთი

Leave a reply to anagambashidze კომენტარის გაუქმება