იტალია

იტალია მდებარეობს ხმელთაშუა ზღვაში, უნიკალური ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობა აქვს. მზიანი დღეების სიმრავლე იტალიას, განუმეორებულ ტურისტულ სახელმწიფოდ წარმოაჩენს მილიონობით ტურისტის თვალში. ტურისტული ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ყოველწლიურად აქ 50 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩამოდის, განსაკუთრებითდიდია მათი რიცხვი მეზობელი ქვეყნებიდან -გერმანიიდან, შვეიცარიიდან, საფრანგეთიდან. ტურისტებისთვის პოპულარულია: ვენეცია, ფლორენცია, რომი, ალპები.

რომი იტალიის უმნიშვნელვანესი კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიური ცენტრია, რომელიც მდინარე ტიბრზე მდებარეობს. რომი იტალიის დედაქალაქი 1871 წელს გახდა. რომის ერთ-ერთი სიმბოლო კოლიზეუმია- ყველაზე თვალსაჩინო ამფითეატრი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 80 წელს აიგო. ასევე რომის ღირშესანიშნაობებია  პანთეონის ტაძარი, ფორუმი, კარაკალას აბანოები, წმ. პავლეს ტაძარი, კაპიტოლიუმის მუზეუმი, გალერეა ბირგეზე და  ცესტიუსის პირამიდა.

ვენეცია მსოფლიოს ერთ_ერთი უნიკალური ქალაქია თავიასი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებით, ტრადიციებით, კარნავალებით და ფესტივალებით, რომლებიც მილიონობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს მრავალი კუთხიდან. იგი 118 კუნძულზეა გაშენებული. ვენეცია წყლის გარეშე წარმოუდგენელია და სწორედ წყალი უქმნის დღეს მის მომავალს ყველაზე სერიოზულ პრობლემას.

ფლორენცია ხშირად მოიაზრება იტალიური რენესანსის საფუძვლად. მან დიდი გავლენა იქონია მსოფლიოზე კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით და  საუკეთსოდ შენახული რენესანსული ქალაქია. აქ ყველაფერი ულამაზესია. ფლორენციაში უამრავი ცნობილი კულტურული ძეგლია თავმოყრილი. მათ შორისაა  მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკება – დავითი, რომელიც გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს.  ქანდაკების გახსნა მოხდა 1504 წლის 8 სექტემბერს. მალევე ძეგლი ფლორენციის რესპუბლიკის თავისუფლების დაცვის სიმბოლო გახდა. 

ფაილი:Uffizi Gallery, Florence.jpg

უფიცას გალერეა

მსოფლიოს და იტალიის ერთ-ერთი უდიდესი გალერეაა. სასახლე აშენდა 1560-74 წლებში. დღეს ამ უნიკალურ სივრცეში წარმოდგენილია იტალიური მხატვრების, გერმანელი მხატვრების-დიურერის, ჰოლბეინის ნამუშევრები. გალერეის საგანძურია- ჯოტოს, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, ტიციანის და აგრეთვე სხვა მხატვრების ნამუშევრები.

By anagambashidze

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s